ჩოხატაურის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება “მომავალის” დირექტორი, ნინო ბარამიძე ამბობს, რომ რეგისტრირებული 575 ბავშვიდან დღეს ბაღში 327 აღსაზრდელი მივიდა.
„პანდემიიდან გამომდინარე ჩვენი ყველა თანამშრომელი ხუთშაბათს და პარასკევს გაიტესტა. ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საბავშვო ბაღებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ყველა რეგულაციების დაცვით არის ბაღი მობილიზებული და იმედია, დღეის შემდეგ ბავშვების რაოდენობა მოიმატებს“,_ გვითხრა ბარამიძემ.

































































