დღის განმავლობაში იწვიმებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მთაში მოთოვს, თუმცა, ხვალიდან კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„დღეს დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, მთაში თოვლი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ხვალ გამოიდარებს და როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ამ კვირის მანძილზე +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოში სავარაუდოდ +7 +12 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს ქარი იქროლებს დასავლეთის მიმართულებით. ხვალიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება“, _ ამბობს ნიორაძე.