ოზურგეთში, თითქმის, განახევრდა ჟურნალ-გაზეთების მყიდველთა რაოდენობა.
_ინტერნეტი არაფერ შუაშია. ეგ შარშანაც იყო. ხალხს ფული არ აქვს, _ ისმის როგორც გაზეთების ჯიხურებში, ისე რიგით მოქალქეებისგანაც.
ოზურგეთელი მკითხველი მუდამ გამოირჩეოდა თავისი აქტივობით. თუმცა, ამ წლის განმავლობაში, როგორც ჟურნალ-გაზეთების კიოსკებში ამბობენ, საკმაოდ დაეცა მყიდველთა რიცხვი.
_პურის ყიდვა მირჩევნია გაზეთის ყიდვას. ისე კი, მუდამ ვყიდულობდი, რეგიონის გაზეთებს მაინც. ძალიან გაჭირდა ცხოვრება. ეს ნამდვილად არ მეგონა, თუ გაზეთის ყიდვას გადავიფიქრებდი, _ გვეუბნება პენსიონერი ლუიზა ქავთარაძე.
_ხალხში ფული არ არის. გაძვირდა ყველაფერი. მართლაც განახევრებულია მყიდველთა რაოდენობა. ჩვენ გვყავდა მკითხველბი, რომლებიც გაზეთის თუ ჟურნალის შემოტანას აქ უცდიდნენ. ახლა აღარ ჩანან. სესაბამისად, ჩვენც ხელფასი ნახევარზე მეტად შეგვიმცირდა. გაზეთებიც გაძვირებულია. რა უნდა ქნა, თუ არ გიყიდა, ფულს ისე ვინ მოგცემს. არად, ხელფასი ხომ გვინდა? – ამბობენ პრესის რეალიზატორები.
როგორც მათ გვითხრეს, ზოგიერთი გაზეთი თუ ჟურნალი სულ არ გაყიდულა, ზოგის რეალიზება კი მცირე რაოდენობით ხდება.
ავტორი