ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, როგორც იქნა შევძელით, იმას მივაღწიეთ, რომ ეს მავნებლები [ოპოზიცია] შეგვეყარა, უკაცრავად, შეგვეყვანა პარლამენტში, _ ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის მერობის კანდიდატის წარდგენისას. განაცხადა.
“თქვენ ხედავთ, რომ მორიგი პროვოკაცია მზადდება, გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, რომ დაიწყონ წინასწარ სპეკულაციები იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფლად, გამჭირვალედ. მე ყველას ვეუბნები და ვუცხადებ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭირვალე, თავისუფალ და კონკურენტუნარიან პირობებში ჩატარებას”, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
(R)