ბოლო დღეებია, უამინდობაა გურიაში. გუშინ და გუშინწინ სეტყვა იყო ბახმაროში.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, შეუქმნა თუ არა უამინდობამ პრობლემები კურორტის დამსვენებლებს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, დავით ჟღენტს დავუკავშირდით.
როგორც დავით ჟღენტმა გვითხრა, უამინდობას კურორტისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
“სეტყვას და უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია დამსვენებლებისთვის. შუქიც და წყალიც ისეა, როგორც იყო აქამდე. ჩვენთვის დახმარების სათხოვნელად არავის მოუმართავს”, _ გვითხრა დავით ჟღენტმა.