“დღეს გადამწყვეტია, ვიქნებით თუ არა აცრილი. არ ვიქნებით აცრილი და სამწუხაროდ იგივე დღეები მოგველის“, _ თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
“ფორმულას“ ეთერში იმნაძემ აღნიშნა, დაახლოებით იმის მეოთხედია აცრილი, რაც დაგეგმილი იყო და ეს არაა საკმარისი.
“ბატონ თენგიზ ცერცვაძეს შეფასებებში დავეთანხმები. დაახლოებით იმის მეოთხედია აცრილი, რაც დაგეგმილი გვქონდა. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ეს ნიშნავს, რომ ისევ გვექნება არა მარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ ძალიან მაღალი სიკვდილიანობა“, _ აცხადებს იმნაძე.
კითხვაზე, ფაიზერის ვაქცინის რა რაოდენობის ვადის გასვლაზეა საუბარი, იმნაძემ რაოდენობა არ დააკონკრეტა:
“რაოდენობა საკმაოდ ბევრია. ძირითადად, დეკემბრისთვის არის ვარგისი. რაც შეეხება, სინოფარმს და სინოვაკს, მათ 2-3 წლის ვარგისიანობის ვადა აქვთ.
ასე რომ, ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება. ბევრი ქვეყნისთვის სანატრელი ვაქცინები გვაქვს და ამ დროს ჩვენი მოსახლეობა ამას არ იყენებს. ეს გულსატკენია“, _ დასძინა იმნაძემ.