,,ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა არის გულუბრყვილობა.“ – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, რომელიც, გამოეხმაურა ენმ-ს წევრ, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს.
მისი თქმით, პარლამენტი უნდა იყოს გამოყენებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხერხად.
ასევე დეპუტატმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ბოიკოტი ზარმაცების თავშესაფარია.
,,ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა არის გულუბრყვილობა. ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით ბოიკოტში, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება? რა დაჩქარდება ამით? რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ? ილუზიაა ეს. პარლამენტი უნდა იყოს გამოყენებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხერხად, რომელმაც უნდა შეავსოს დანარჩენი სხვა მეთოდები: ქუჩის, დიდი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
ბოიკოტი ესაა ზარმაცების თავშესაფარი. ბოიკოტი ნიშნავს, მოხვიდე, ხელფასი აიღო და არ იმუშაო. არაა ეს სწორი. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს სხვა საკითხია, განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ეს არ არის ბოიკოტი. ამას უნდა სერიოზული აწონ-დაწონა. ამაში, მეც მივიღებ მონაწილეობას და მერე რა თქმა უნდა, გეტყვით ჩემს აზრს, მაგრამ ბოიკოტი თვითდაზიანებაა. ამას ვამბობ მე, ჩემი 30-წლიანი გამოცდილებით.“ – თქვა გოცირიძემ.