თიბისი ბანკი ვალდებული არ არის თავი იმართლოს – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. რომან კაკულია არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობა ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის წინაშე დადგეს. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ კანონმდებლები საგამოძიებო უწყებისგან არსებულ კითხვებზე პასუხებს გონივრულ ვადაში ვერ მიიღებენ.
„თიბისი ბანკი არ არის ვალდებული იმართლოს თავი. ეს იყო ჩვენი მთავარი მიღწევა. ჩვენ ვამბობდით, რომ შევცვალეთ სისტემა, როდესაც ადამიანები იყვნენ ვალდებული ემართლებინათ თავი და შევცვალეთ სისტემა იმ სისტემით, ყოველ შემთხვევაში ასე არის დეკლარირებული, როდესაც ჩვენ მკაფიოდ ვაყალიბებეთ რაში ვდებთ მას ბრალს,“-განაცხადა რომან კაკულიამ.
რაც შეეხება “შაბათის კურიერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შუამავალი ვინც მამუკა ხაზარაძეს, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მუქარის წერილი მიუტანა ბადრი ჯაფარიძეა, კაკულია ამ ეტაპზე მხოლოდ “რუსთავი ორის” ინფორმაციას უწოდებს, რომელსაც დადასტურება სჭირდება.
“ეს “კურიერის” ვერსიაა. ამას პირდაპირ ვერ მივიღებთ მე მგონი, როგორც უტყუარ მტკიცებულებას. თუმცა ეს ვერსიაც თავისთავად საინტერესოა და განხილვას საჭიროებს და ჩვენ ადრე თუ გვიან მიგვიწევს ყველა შეკითხვაზე პასუხის მიღება. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს გონივრული ვადა ამოწურულია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ ეს პასუხები, მაგრამ ეს ვადაც ძალიან დიდ ხნიანიც ვერ იქნება ასეთი ძალიან გახმაურებული საქმის შემთხვევაში. მე მოვუწოდებ მათ, რომ გადადონ ყველა საქმე და ძალიან მალე იყოს ეს არგუმენტები, რის შემდეგაც შეიძლება დადგეს ნამდვილად საპარლენტო კომისიის შექმნის აუცილებლობა და ჩვენც ვალდებულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას,“-განაცხდა რომან კაკულიამ.
rustavi2.ge