საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩეხეთი მიიღო და 4-1 გაიმარჯვა.
ამ გამარჯვების შედეგად “ჯვაროსნები” FIFA-ს რეიტინგში კვლავ დააწინაურდნენ.
ვილი სანიოლის გუნდს რეიტინგში 9.09 კოეფიციენტი მოემატა და 1,370.50 კოეფიციენტით 70-დან 68-ე პოზიციაზე დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მორიგ მატჩს 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.