„ქრონიკული ბერბიჭების“ სიაში შედიან: მერწყულის, ტყუპის, მშვილდოსნისა და ქალწულის ნიშნით დაბადებული კაცები. მერწყული და მშვილდოსანი ზედმეტად აფასებს თავისუფლებას, ტყუპი სიახლეებისა და ფლირტის მოყვარულია, ხოლო ქალწული ზედმეტად პრეტენზიული და საკუთარი “პერფექციონისტის” ბუნება არ აძლევს საშუალებას მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება ცხოვრების მეგზურის არჩევისას. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის დაბადებულმა მამაკაცებმა სასურველია ოჯახი გვიან ასაკში შექმნან. იმიტომ რომ, ისინი საკმაოდ რთულად “მწიფდებიან” ოჯახური ცხოვრებისთვის.
შედარებით ადვილია „ქმრის“ როლის მორგება სასწორის, თევზების, ლომის და ვერძის ნიშნით დაბადებული მამაკაცებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის ემოციური, რომანტიკული და თბილი ადამიანები გვხვდებიან ხშირად. ამიტომ მათთვის აქტუალური საკითხია პარტნიორობის თემა და სიყვარულის გამო ბევრ რამეზე არიან წამსვლელი. თუმცა, რამდენად სტაბილური და ხანგრძლივია მათი გრძნობები ეს უკვე სხვა საკითხია. შეიძლება ითქვას, რომ მათ გრძნობებს მუდმივი მოვლა და განახლება სჭირდება ქალის მხრიდან.
[sexy_author_bio]