სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვრიდან დაიწყო. სასწავლო პროცესის დასრულებამდე კი რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:
- 3 მარტი – დედის დღე
- 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
- 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
- საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.