რომელ დღეს ჯობია დიეტის დაწყება და რომელი პროდუქტებია გასახდომად ყველაზე ეფექტური?
შევეცდებით იოგებისა და ასტროლოგების რჩევების გათვალისწინებით გაგცეთ პასუხი ამ კითხვებზე.
ვერძისა და ღრიანკალისთვის დიეტის დაწყება სასურველია სამშაბათს.
კუროსა და სასწორისთვის – პარასკევს.
ტყუპებისა და ქალწულისთვის – ოთხშაბათს.
კირჩხიბისთვის – ორშაბათს.
ლომისთვის – კვირას.
მშვილდოსნისა და თევზებისთვის – ხუთშაბათს.
თხის რქისა და მერწყულისთვის – შაბათს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მთვარის ფაზები: დიეტის დასაწყებად ყველაზე შედეგიანია ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის დღეები. ზოგიერთი ადამიანი სავსემთვარეობისას უფრო ადვილად ებრძვის მადას, ზოგი კი – ახალმთვარეობისას. ძველთაგან ცნობილია, რომ ყველაზე ეფექტური მთვარის მე-11 დღეა.