კირჩხიბი
მთვარე, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამრებს ქალის ბუნება ხუთი თითივით ესმით. კირჩხიბი ბუნებით მზრუნველი, მოსიყვარულე და სენტიმენტალური მამრია. ზოგჯერ იმდენად მოსიყვარულეა, რომ შესაძლოა თავიც კი მოგაბეზროთ ყურადღებით. თუმცა, არამც და არამც არ გირჩევთ უკმაყოფილების გამოხატვას. იმიტომ, რომ მამაკაცი კირჩხიბი საოცრად ემოციური, ბუტია და წყენიაა. მას შეუძლია ხანგრძლივი ვადით უყვარდეს ერთი და იგივე ქალი, იმიტომ, რომ ემოციურად ადვილად ეჯაჭვება პარტნიორს. შესაბამისად, შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ სიახლეს – ანუ ახალ რომანს.
მორიელი
არ მოგატყუოთ იმან, რომ იგი სექსუალურად საოცრად აქტიური, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და ქარიზმატულია. ნურც იმის გამო გაკიცხავთ ამ მამაკაცს, თუკი ქალები, როგორც ფუტკარი ყვავილს, ისე ეტანებიან ყოველ ჯერზე. მორიელი გასაოცარი მიმზიდველობით გამორჩეული მამრია. თუმცა მას აქვს ერთი სოლიდური უპირატესობა სხვა მამაკაცებთან შედარებით – მაქსიმალისტია და სიყვარულშიც სულსა და გულს დებს ყოველთვის. შესაბამისად, თუკი მორიელმა შეგიყვარათ, თავისებურად სადისტურად, უცნაურად, მაგრამ მაინც გულით ეყვარებით. შესაძლოა, პერიოდულად დაგტანჯოთ კიდეც, განგებ მოგიწყოთ ეჭვიანობის სცენები, თავადაც გაეჭვიანოთ ხოლმე. ეს ყველაფერი მისთვის “საკონტროლო გასროლაა” საიმისოდ, რომ დარწმუნდეს თქვენი მისდამი ემოციების სიძლიერეში.
ავტორი