ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩების მიწვევა ნობელის პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე გააუქმა. ამის შესახებ განცხადება ფონდმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მწვავე რეაქციის გამო მიიღეს.
“ნობელის ფონდის გადაწყვეტილებამ, მოიწვიოს ყველა ელჩი ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე, წინა პრაქტიკის შესაბამისად, მწვავე რეაქცია გამოიწვია.
გადაწყვეტილების საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია და სწორია რაც შეიძლება ფართოდ მივაღწიოთ იმ ფასეულობებსა და გზავნილებს, რომლებსაც ნობელის პრემია წარმოადგენს – მაგალითად, გასული წლის მკაფიო პოლიტიკური გზავნილის მეშვეობით მშვიდობის პრემიით, რომელიც მიენიჭა ადამიანებს უფლებების დამცველებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, ასევე უკრაინელებს, რომლებიც მუშაობენ რუსული ომის დანაშაულების დოკუმენტირებაზე.
ჩვენ ვაღიარებთ შვედეთის მძაფრ რეაქციას, რომელმაც მთლიანად დაჩრდილა ეს გზავნილი. ამიტომ, ნობელის ფონდის საბჭომ აირჩია გაიმეოროს გასული წლის გამონაკლისი რეგულარული პრაქტიკიდან – ანუ არ მოიწვიოს რუსეთის, ბელარუსის და ირანის ელჩები სტოკჰოლმში ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე”,_ ნათქვამია განცხადებაში.