ძილის ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან – რექს ისაპი ამტკიცებს, რომ ყავა არ უნდა დალიოთ გაღვიძებისთანავე – მიზეზი ჩვენი სხეულის რთული სტრუქტურაა:
„როდესაც ვიღვიძებთ, კორტიზოლის დონე პიკს აღწევს. კორტიზოლი, რომელსაც სტრესის ჰორმონს უწოდებენ, ზრდის ჩვენს აქტივობას და კონცენტრაციას. ამრიგად, კოფეინის მოხმარებამ, როდესაც კორტიზოლის დონე უკვე მაღალია, შეიძლება რეალურად შეამციროს კორტიზოლი და გამოიწვიოს ენერგიის დაკარგვა”.
ამიტომ, პირველი ფინჯანი ყავა უნდა დალიოთ გაღვიძებიდან არა უადრეს ერთი საათისა.
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე – როცა ჯერ არ დაგიხარჯავთ ძილის შემდეგ დაგროვილი ენერგია, ამან შეიძლება გამოიწვიოს კოფეინის ტოლერანტობა, თავს ენერგიულად აღარ იგრძნობთ და ყავა გადაიქცევა „მატყუარად“, რომელიც მხოლოდ ჯანმრთელობას ვნებს.