,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები ოზურგეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში ნაწილობდივ შეზღუდვები გამოიწვია. – აცხადებენ ” ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში.
მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვებია ნაწილობრივ ქალაქში და სოფლების ნაწილში – გურიანთაში, ლაითურში, ნარუჯაში, შემოქმედსა და მიმდებარე სოფლებში. უამინდობის გამო დაზიანებული ელექტრო ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი დამატებითი ჯგუფები.
საგანგებო რეჟიმში მობილიზებული ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს დაზიანებების აღმოფხვრას და ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენას.
თუმცა, დიდთოვლობა და შეზღუდვები გზებზე სამუშაო პროცესს ართულებს.
გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია, რაც აღდგენით სამუშაოებს გარკვეულწილად აფერხებს. ვცდილობთ, მაქსიმალურად უმოკლეს დროში აღვადგინოთ ენერგომომარაგება.






























































