მერწყული
მისი შვილი ადრეული ასაკიდან უჩვეულო ნიჭს ავლენს. მისი შვილი პირდაპირია და საკუთარი პოზიციის გამოხატვა არ აშინებს. ამის გამო საზოგადოებაში პრობლემები შეიძლება ჰქონდეს. ბევრი თვლის, რომ მერწყულის შვილები ამპარტავნები არიან, მაგრამ ეს არ აღელვებთ. მერწყულის შვილებს ძლიერი ნებისყოფა აქვთ და მზად არიან ყველას დაუმტკიცონ, რომ საუკეთესოები არიან. უჩვეულოდ ნიჭიერები არიან. ეს ნიჭი არჩეულ სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მერწყული ამ მხრივ მეტისმეტად წესიერია. შვილებს ნიჭის განვითარებასა და დასახული მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაეხმარება.
ლომი
ლომის შვილების შემთხვევაში აღზრდა ბევრ რამეს წყვეტს. ლომი ძალიან მომთხოვნი მშობელია. ბავშვის გაჩენისას უკვე იცის, თუ რა თვისებებს ჩაუნერგავს შვილებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ შვილებმა წარმატებას მიაღწიონ და გამდიდრდნენ. ლომი შვილს ბავშვობიდან მუდმივ განვითარებას და შრომისმოყვარეობას აჩვევს. მისთვის ფული და სტატუსი ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი შვილები ხშირად წარმატებული ბიზნესმენები ხდებიან.
თხის რქა
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი და ჭკვიანია. საოცარი შრომისმოყვარეობით და მონდომებით გამოირჩევა. შვილებსაც ამას ასწავლის. ნაკითხობის წყალობით შვილის ნებისმიერ კითხვას პასუხობს. თხის რქა შვილებს განვითარების სიყვარულს უნერგავს. მისი შვილები სკოლაში და უნივერსიტეტში კარგად სწავლობენ. მშობელი თხის რქის კიდევ ერთი დადებითი თვისება – შვილებზე ზეწოლას არ ახდენს, მათგან შეუძლებელს არ ითხოვს. სწორედ ამიტომ, მისი შვილები პოულობენ საქმეს, რომელიც მოსწონთ და ამ სფეროში წარმატებული ხდებიან.