2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ.
პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას, დაახლოებით, 232 000-მდე ბავშვი მიიღებს, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა აქვეყნებს, ფოტოს სახით. ფოტოზე კი შედარებულია 2012-დან დღემდე დახმარების არსებული პაკეტები.