თითოეული ადამიანის ხელისგულზე მიკრობების უზარმაზარი რაოდენობა ბინადრობს. ქუჩაში გამოსვლის დროს, ტრანსპორტში, სხვადასხვა საგნებთან ურთიერთობისას, ვიკრავთ ობისა და საფუარის სოკოების სპორებს, პათოგენურ მიკრობებს, ვირუსებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად, საშიშია ფულთან ურთიერთობა.
ქაღალდის ფულზე საშიში ხურდა ფულია, რადგან სწორედ მასზე აღმოჩნდა მეტი რაოდენობით ლპობის ბაქტერიები, ობისა და საფუარის სოკოს სპორები, ასევე, სოკო კანდიდა, რომელიც კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებებს იწვევს.
დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები საფულეში ადვილად მრავლდებიან, რადგან ამაში მათ დახურული სივრცე, სიბნელე და სითბო უწყობს ხელს. ზოგმა ადამიანმა ქაღალდის ფულის დათვლა დანერწყვილი თითით იცის. ეს იგივეა, რომ ავტობუსის ან სამარშრუტო ტაქსის სახელური, რომელსაც უამრავი ადამიანის ხელი ეხება, ენით გალოკოთ.
ამიტომ, თუ ფულთან ხშირი შეხება გაქვთ, ხშირად დაიბანეთ ხელები ანტისეპტიკური საშუალებებით.
ავტორი