მალაიზიის ხელისუფლებამ ტელეარხებს მუსიკალური კლიპის, Despacito-ს ეთერში გაშვება აუკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კლიპის აკრძალვა მოქალაქეებისგან საჩივრების მიღების შემდეგ გადაწყვიტეს.
როგორც ცნობილია, მალაიზიას აქვს ცენზურის მკაცრი კანონები და სენსიტიურ მასალას კრძალავს.
Despacito 6 თვეში მსოფლიო მასშტაბით 4.6 მილიარდი ნახვა აქვს.
„Despacito მთავრობის საკუთრებაში არსებული არხების მიერ არ გადაიცემა ეთერში რადგან საზოგადოებისგან საჩივრები მივიღეთ“_ამბობს მალაიზიის კომუნიკაციის მინისტრი, სალეჰი.
როგორც ცნობილია, მალაიზიის ოპოზიციური, ისლამური პარტიის წევრმა, ფართი ამანაჰ ნეგარამ, ხელისუფლებას კლიპზე ცენზურის დაწესება სექსუალური შინაარსის გამო მოსთხოვა.
ქალთა ფრთის პარტიის თავმჯდომარემ ატრიას უმარმა კი კლიპს პორნოგრაფია, ბავშვებისთვის უვარგისი და საზოგადოებისთვის საზიანო შინაარსის მქონე უწოდა.
Despacito დედი იანკის და ლუის ფონსის შესრულებით პოპულარული ძალიან მალე გახდა, ხოლო ახალი სიცოცხლე კი სიმღერამ აპრილში, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჯასტინ ბიებერმა სიმღერის რემიქსული ვარიანტი გააკეთა.
მას შემდეგ რაც სიმღერამ კვირის რეკორდი მოხსნა, ფონსმა თქვა_ „მინდა ვაცეკვო ხალხი და სიმღერისთვის ადამიანები და კულტურა გავაერთიანო, ამით მე ვამაყობ“.