თუ გამხნევება გსურთ, ამაში ახალგამოწურული წვენები დაგეხმარებათ. მათი მომზადება ადვილია და დასალევადაც გემრიელია.
ბოსტნეულის წვენი არამხოლოდ ვიტამინების წყაროა. ასევე მეტად სასარგებლო აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.
ბოსტნეულის რბილობიდან წვენში უჯრედისები, ორგანული მჟავები, პექტინური ნაერთები და ეთერზეთები გადადის.
კომბოსტოს წვენი, სტაფილოსა და სალათის წვენთან შერეული, ორგანიზმს არა მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს, ასევე ზამთარში ცხიმიანი საკვებითა და კონსერვებით გადატვირთულ კუჭქვეშა ჯირკვალს ეხმარება.
ჭარხლის წვენი, სტაფილოს წვენთან შერეული, ნევროზისა და უძილობის დროს ნერვულ სისტემას ამაგრებს. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი უმჯობესია მაცივარში 2-4 საათი გააჩეროთ, რათა კუჭის გამაღიზიანებელი ეთეროვანი ნივთიერებები აორთქლდეს.
ჭარხლის წვენი, ქლიავის წვენთან შერეული, კუჭის შეკრულობას შესანიშნავად ებრძვის.
ოხრახუშის წვენი ერთ-ერთი ძლიერმოქმედია, მაქსიმალური დოზა 30-60 მლ-ია. რეკომენდებულია სტაფილოს, სალათის, ისპანახის ან ნიაზურის წვენთან ერთად. ოხრახუშის წვენი, სტაფილოს წვენთან შერეული, თვალების დაღლილობას ხსნის, სასარგებლოა სისხლძარღვების და გულის გასამაგრებლად.
სტაფილოს წვენი ენერგიის ნამდვილი ჭაა. ნერვულ სისტემას გადატვირთვისგან იცავს, მხედველობას, საჭმლის მონელებას და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, ვირუსული ინფექციების მიმართ ამტანობას ამაღლებს.
ავტორი