საქსტატის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის II კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია.
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 64.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები – 44.8 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე იაპონია – 41.8 მლნ. აშშ დოლარით (11.9 პროცენტი).