რომის კათოლიკურმა ეპარქიამ სიცილიაში ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობდა. ინფორმაციას ამის შესახებ euronews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეპისკოპოსმა სტალიანომ ფესტივალზე განაცხადა, რომ სანტა არ არსებობს და მისი კოსტიუმი კოკა-კოლას კომპანიის მიერ არის შექმნილი.