ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ კლუბი „მონაკოს“ 18 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავიდა. გუშინ ესპანურ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ „სამეფო გუნდის“ ახალი შენაძენით პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო მეტად უკმაყოფილო დარჩა. ერთ-ერთ მადრიდულ გაზეთთან ინტერვიუში ვარსკვლავთბიჭუნამ ფრანგი თინეიჯერი მოთამაშე სასტიკად გააკრიტიკა. ამ ფაქტმა შესაძლოა კილიან მბაპეზე ცუდად იმოქმედოს _ 18 წლის ფეხბურთელს აშკარად გულს დასწყვეტდა საკუთარი კერპის ეს განცხადება.
გუშინ აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო სეზონის გამარჯვებულმა „გოლდენ სტეიტმა“ ოფიციალურად დაადასტურა იმ მოთამაშეების ვინაობა რომლებთანაც კლუბმა ხელშეკრულებები გააფორმა. რასაკვირველია მათ შორის ზაზა ფაჩულიაც გახლავთ, რომელმაც ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა “გოლდენ სტეიტთან” და ახალ სეზონში 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასასრულს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მორიგი მსოფლიო პირველობა გაიმართება. გუშინ საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ პირველობაზე წასაყვანი ფალავნების სია ოფიციალურად გამოაცხადა.
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი
ესპანური სპორტული მასმედიის მტკიცებით მადრიდის „ატლეტიკომ“ გუნდის არგენტინელ თავკაცს დიეგო სიმეონეს ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა. დიეგო მარადონას თანამემამულის ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. ახალი ხელშეკრულებით დიეგო სიმეონე „ატლეტიკოში“ 2020 წლამდე დარჩება.
არგენტინელმა სპეციალისტმა “ატლეტიკო” 2011 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა ჩემპიონატიც მოიგეს, თასიც და სუპერთასიც. აგრეთვე “ატლეტიკო” ევროპალიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გავიდა ფინალში.
გუშინ ცნობილი გახდა რომ მიუნჰენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის სავარძელს ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მიროსლავ კლოზე დაიკავებს. ეს თანამდებობა გასული წლის ივლისში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მათიას ზამერმა დატოვა. მიროსლავ კლოზემდე ამ ადგილის დაკავებაზე უარი ოლივერ კანმა და ფილიპ ლამმა განაცხადეს.
მიროსლავ კლოზე, რომელიც ახლა 39 წლისაა, “ბაიერნში” 2007-2011 წლებში თამაშობდა. მიუნხენური გუნდის მაისურით მან 149 შეხვედრა ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა.