https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რონალდუს კატარის მუნდიალის დატოვება სურს

10:39; 9.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გუშინ, კატარის მუნდიალზე „არასათამაშო დღე“ გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი „გმირი“ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდო აღმოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია რომ „ვარსკვლავთბიჭუნას“ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა და კატარის მუნდიალის თვითნებურად დატოვებას აპირებდა.

შვეიცარიასთან მატჩში ფერნანდო სანტუშმა ის სკამზე დატოვა და ცხადია, ეს ამბავი ასე უხმაუროდ არ ჩაივლიდა. წინა მატჩებმა აჩვენა, რომ რონალდო, უბრალოდ, ვერ შეხვდა ფორმაში მსოფლიოს ჩემპიონატს. მას სჭირდებოდა რეკორდი და სანტუშმაც ანგარიში გაუწია. აშკარა იყო ისიც, რომ კრიშტიანო მხოლოდ საკუთარ თავზე თამაშობდა.

პორტუგალიურ მედიაში გამოკითხვა ჩატარდა და გულშემატკივართა 70 პროცენტმა არ ისურვა რონალდოს სასტარტოში ხილვა შვეიცარიასთან მერვედფინალურ მატჩში

გუშინ, პორტუგალიურმა გამოცემამ „რეკორდი“ გაავრცელა ცნობა, რომ რონალდომ სანტუშს განუცხადა, რომ ნაკრებიდან საერთოდ წავა. ამის შემდეგ 68 წლის სპეციალისტმა „ჭირვეული ბიჭუნა“ თითქოს „დაამშვიდა“ და ოფიციალურად განაცხადა, რომ რონალდო მაროკოსთან მეოთხედფინალში ითამაშებდა, ოღონდ, ძირითადში იქნებოდა თუ რეზერვში, ეს არ დაუკონკრეტებია.

დაიწერა ისიც, თითქოს რონალდომ შვეიცარიასთან მატჩის მეორე დღეს გუნდთან ერთად არ ივარჯიშა…

გუშინვე, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ რონალდოს სურვილი, დატოვოს ნაკრები, კატეგორიულად უარყო სპეციალური განცხადებით და დასძინა, რომ პირიქით, გუნდი შემართულია იმისთვის, რათაც მიმდინარე მუნდიალი პორტუგალიის ნაკრებისთვის ისტორიაში საუკეთესო იყოს.

რონალდუ გააკრიტიკა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმაც:

„როდესაც „მაჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ტენ ჰაგმა ის სათადარიგო სკამზე დასვა, ამბობდნენ, რომ „იუნაიტედის“ მენეჯერს კრიშტიანუს ავტორიტეტის შემცირება სურდა. თუმცა, დღეს იგივეს აკეთებს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში, რომელთანაც რვა წლის განმავლობაში შესანიშნავი ურთიერთობა გააჩნდა.

კრიშტიანუს სიმართლე უნდა უთხრან, მან უნდა გაიგოს, რომ რასაც კარიერის ბოლო ფაზაში აკეთებს, უადგილოა. არ გამიკვირდება, რომ მოედანზე გავიდეს და გამარჯვების გოლი გაიტანოს, მაგრამ მისი ტემპი მოედანზე, მისი მუდმივად ცუდი განწყობა არის ის, რაც უნდა შეწყდეს, ეს უკვე საკმარისია. ეს მას საერთოდ არ უხდება. დარწმუნებული ვართ, რომ ჯერ „იუვენტუსის“ მწვრთნელი შეცდა, შემდეგ „მანჩესტერის“ და ახლა პორტუგალიის ნაკრების? მისი მემკვიდრეობა უკვე დაწერილია – ის სამუდამოდ იქნება ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი“.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თანამდებობიდან გადადგა. ესპანეთის ნაკრებს სათავეში 61 წლის ლუის დე ლა ფუენტე ჩაუდგა. ის 2013 წლიდან ესპანეთის ასაკობრივ და ოლიმპიურ ნაკრებებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანელი ოლიმპიელები ტოკიოში ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

სამაგიეროდ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გარეთ საუთგეიტის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებაც სურთ. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საუთგეიტმა გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვისაც უნდა მოამზადოს. მართალია, მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურება, მაგრამ შესაძლოა, კატარის მუნდიალის შემდეგ მოინდომოს წასვლა და საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება.

გერმანიის საფეხბურთო კავშირში ნდობა გამოუცხადეს ჰანს–დიტერ ფლიკს და ეს უკანასკნელი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნდ ნოიენდორფმა დაადასტურა, რომ ფლიკს ენდობიან და ის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.

„ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წარმატებად ვაქციოთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გერმანიისთვის დიდი შანსია. სრული ნდობა გვაქვს ჰანსი ფლიკის მიმართ, რომელიც ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, შეგვიძლია ბევრად მეტს მივაღწიოთ, ვიდრე კატარში ვაჩვენეთ, სადაც ხელიდან დიდი შანსი გავუშვით, მაგრამ ამ გაკვეთილს ვისწავლით“, – განაცხადა ბერნდ ნოიენდორფმა.

გუშინ, ინგლისის ნაკრების მცველმა, ჰარი მაგუაირმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გუნდი მუნდიალის მოსაგებადაა განწყობილი.

„რითი განსხვავდება ჩვენი დღევანდელი ნაკრები 2018 წლის გუნდისგან? ვფიქრობ, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ახლა მართლა გვჯერა, მუნდიალს მოვიგებთ.

2018-შიც ნაკრების წევრი ვიყავი. მაშინ ნახევარფინალამდე მივედით. მაშინ ბიჭები ბედნიერები იყვნენ. გვეამაყებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ და როგორც არ უნდა დასრულებულიყო ის მატჩში, სამშობლოში მაინც გმირებად დავბრუნდებოდით. ახლა გვჯერა, რომ ტურნირის მოგება შგვიძლია. ეს კარგი ცვლილებაა მენტალიტეტში. ცხადია, ვიცით რა რთული იქნება ამის გაკეთება. არის კიდევ ხუთი თუ ექვსი გუნდი, რომლებსაც ასეთივე განწობა აქვთ. მაგრამ ჩვენი გამარჯვების გვჯერა,“ – ჰარი მაგუიარმა.

საფრანგეთის ნაკრებთან მატჩზე კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდმაც:

„საფრანგეთს ინგლისის უნდა ეშინოდეს. დიახ. ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან, მბაპე და ბევრი სხვა საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატია. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება. საფრანგეთის დამარცხების შანსი უნდა გამოვიყენოთ. ძლიერი სასტარტო შემადგენლობა და ღრმა სათადარიგო სკამი გვყავს“.

საფრანგეთთან მატჩის წინ რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრებში დაბრუნდება. გუშინ ამის შესახებ განცხადება ინგლისის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მიმდინარე მუნდიალი სენეგალთან მერვედფინალური მატჩის წინ დატოვა. ამის მიზეზი კი სტერლინგის სახლის გაძარცვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებმა რაჰიმის ოჯახის წევრებს არაფერი დაუშავეს ფეხბურთელმა საჭიროდ ჩათვალა სამშობლოში დაბრუნება და იქ იქამდე დარჩენა, სანამ არ  დარწმუნდებოდა, რომ მისი ოჯახის წევრები 100 პროცენტით უსაფრთხოდ იყვნენ.

პოლიციამ სპეცოპერაცია, რომელშიც ვერტმფრენი და კინოლოგიური სამსახური იყვნენ ჩართულნი, სურეის საგრაფოში ჩაატარა და ახლა, ეჭვმიტანილები სამართალდამცავთა ხელში იმყოფებიან. ამის შემდეგ სტერლინგი დარწმუნდა, რომ მის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და კატარში ინგლისის ნაკრებთან დაბრუნება გადაწყვიტა.

დღეს, არგენტინის ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით, ტრავმის გამო როდრიგო დე პაული გამოაკლდებათ. ნახევარმცველს კუნთის პრობლემა აქვს და გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

გუშინ, ახლო წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დაცვაში თავის გუნდს არ ეხმარება.

„მესი დაცვითი სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს. როდესაც არგენტინა ბურთს დაკარგავს, ჩვენ 11-10-ის წინააღმდეგ ვიქნებით. ვის შეუძლია მისი შეჩერება? ამის გაკეთება იურიენ ტიმბერს შეუძლია. მის წინააღმდეგ ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც იტალიის ნაკრებმა მარადონას შემთხვევაში. მჯერა, ტიმბერი ლიონელის შეჩერებას მოახერხებს,“ – განაცხადა ვან ბასტენმა.

გუშინ, „მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რახან შვედეთის ნაკრები მუნდიალზე ვერ მოხვდა, არგენტინის ეროვნულ გუნდს ქომაგობს და იმედოვნებს, რომ ეს გუნდი ტურნირს ლიონელ მესისთვის მოიგებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ არგენტინა მოიგებს ტურნირს. ისინი ამას ლეო მესისთვის გააკეთებენ.

ბრაზილიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ხორვატიის ნაკრების მცველმა, დეიან ლოვრენმა, ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა:

„ბრაზილიელები? დაე იცეკვონ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მათში მუსიკა ცოცხლობს. თუმცა ყველაფერს აქვს ზომიერების ფარგლები. პორტუგალიური კარგად ვიცი, სადაც კი მითამაშია, ყველგან ბევრი ბრაზილიელი მეგობარი მყოლია. მატჩის წინ თითქმის ყველას ვესაუბრე, ვისთანაც მომიწევს დაპირისპირება. ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გაგრძელდება თამაშის შემდეგაც.

ცხადია, ბრაზილია ფავორიტია. მათ ორი გუნდის სამყოფი ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, შევეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.“

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან კმაყოფილია და ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი მიმდინარე მუნდიალზე ჩატარდა.

„ყველა მატჩი ვნახე: მარტივად და ნათლად რომ ვთქვათ, ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი. შესანიშნავი ხარისხის მატჩები, ლამაზი სტადიონები, რაც უკვე ვიცოდით. გულშემატკივრებიც საოცარია, საშუალოდ 51 000-ზე მეტი ქომაგი ესწრება მატჩებს და ტელევიზიითაც სარეკორდო მაყურებელი გვყავს. ორ მილიარდზე მეტი მაყურებელი გვყავდა, რაც მართლაც წარმოუდგენელია. დოჰას ქუჩებში ორი მილიონი ადამიანია და ყველა თავიანთ გუნდებს გულშემატკივრობენ.

ფანტასტიკური ატმოსფერო, შესანიშნავი გოლები, წარმოუდგენელი ემოციები, სიურპრიზები, პატარა გუნდები დიდ გუნდებს ამარცხებენ. სინამდვილეში აღარ არსებობს პატარა და დიდი გუნდები, დონე ძალიან გათანაბრდა. ეს აჩვენებს, რომ ფეხბურთი ნამდვილად გლობალური ხდება.

იმედი ვიქონიოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ისე დასრულდება, როგორც დაიწყო – ფანტასტიკურად. დარწმუნებული ვარ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიარდ მაყურებელს მივაღწევთ. ბილეთები გაყიდულია, პრაქტიკულად ყველა თამაშზე სტადიონი სავსეა. გვინდა, რომ ხალხს ბედნიერება მივანიჭოთ, სწორედ ეს არის ფეხბურთი და მსოფლიოს ჩემპიონატი. მოედანი სავსეა ტალანტებით და ვარსკვლავებით, რომლის ყურება ყველას სურს“, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21 თებერვალი, 2026
სპორტი

მორაგბე გოგონები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17 თებერვალი, 2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15 თებერვალი, 2026

სეს-მა 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა

მხატვარი ბარაკ ობამა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო