როსტოვის რეგიონში ხორბლის გადამტანი გემი ტვირთმზიდი „რუსიჩ-5“, კონსტანტინოვსკის ქალაქთან ახლოს, ჰიდროელექტროსადგურიდან გამოსვლისას ჩაიძირა. ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. წინასწარი მონაცემებით, საწვავის დაღვრა არ დაფიქსირებულა. ადგილზე ორი ბუქსირი გაიგზავნა.
მშრალი ტვირთმზიდი „რუსიჩ-5“-ის სიგრძე 128 მეტრია, სიგანე კი 16 მეტრი. გემი რუსეთის დროშის ქვეშაა რეგისტრირებული.
































































