“როცა არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არასწორია” _ განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს ნარკოტიკების “ჩადებაზე”, ურჩია, მიმართოს პროკურატურას.
”მეც მომისმენია პრეტენზიები ნარკოტიკების „ჩადების“ შესახებ. ერთადერთი შემიძლია ყველას ვურჩიო, ვისაც მსგავსი პრეტენზიები გააჩნია, რომ მათ შეუძლიათ მომართონ პროკურატურას. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ყველა შესაძლო პრეტენზია თუ საჩივარი გადავამოწმოთ და შევისწავლოთ.
როდესაც ხდება ნარკოტების შეძენა-შენახვის საქმეზე პირის დაკავება, საგამოძიებო მოქმედებებში, ძირითადად, პოლიციელები არიან ჩართულები, თუმცა, მოწმეები შეიძლება იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც დაკავებას შეესწრნენ. ყველა ფაქტზე, სადაც არსებობს პრეტენზიები და შესაძლებელია, არსებობდნენ სხვა მოწმეები, ამ მოწმეების დაკითხვა ხდება სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, არსებობს სასამართლო კონტროლი. იქნება ეს ჩხრეკა, რაიმეს ამოღება ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, გადის სასამართლოს კონტროლს. როცა არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არასწორია”, _ განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved