https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია”

17:45; 9.12.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან _ მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ ცხოვრება. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარება ერთერთია, რაც მათ ხანდაზმულთა დაწესებულებებისკენ ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებათ. თავშესაფრები კი მათ სპეციალურ საჭიროებებზე მორგებული ადგილია.

გურიის სოფელ ანასეულის ხანდაზმულთა სახლს ამჟამად 16 ბენეფიციარი ჰყავს. ამ ადგილას ყველა მათგანი სხვადასხვა ისტორიით, მაგრამ ერთი მიზნით მოვიდა – თავშესაფრის საძიებლად.

როზა ღუღუნიშვილი 75 წლისაა, 4 წელია რაც “ხანდაზმულთა სახლში” ცხოვრობს. ქმარი წლების წინ გარდაეცვალა, შვილი არ ჰყავს, სოფლის სახლში მარტო დარჩენილი უმკლავდებოდა საქმეს, მაგრამ შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და თავშესაფარს განცხადებით თავადვე მიმართა:

როზა ღუღუნიშვილი

“ავად ვიყავი. სანამ უარესი დამემართებოდა, აქ გადმოვედი. სოფელში მხოლოდ დაქალი დამრჩა, რომელიც ძალიან მიყვარს. ადრე, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ორი დღით ვრჩებოდი ხოლმე მასთან, ახლა ამის საშუალება არ მაქვს, მაგრამ ვიდეოკამერით ვლაპარაკობთ, ტელეფონითაც ხშირად ვწერთ ერთმანეთს და ასე ვინარჩუნებთ კავშირს. 4 წლის  მანძილზე აქ ბევრი რამ შეიცვალა. უფრო გალამაზდა, უფრო მეტი გასართობი გაგვიჩნდა. ჩვენი ბოსტანი გვაქვს, რომელსაც ვუვლით, ვენახი, ფუტკრებიც გვყავს და ჩვენი ეზოს ვარდის მურაბას ვაკეთებთ ხოლმე. დაგვემატა ხატვის გაკვეთილები და გონების სავარჯიშოები, რაც ყველას ძალიან გვიყვარს. COVID-პანდემიის გამო გარეთ ვეღარ გავდივართ და ამიტომ ეს გასართობები ძალიან მოგვწონს და აქ ცხოვრებას გვიხალისებს”, _ გვიყვება როზა ღუღუნიშვილი.

ევროკავშირის მხარდაჭერით სამწლიანი პროექტი _ “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის” 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელსაც “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი” ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. სოციალური მომსახურების განვითარება კახეთის რეგიონში “საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასთან”, ხოლო გურიის რეგიონში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” თანამშრომლობით მიმდინარეობს.

ხანდაზმულთა სოციალიზაციის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული სოციალური კონტაქტების სიმცირიდან გამომდინარე, დაწესებულებაში 24-საათიანი სათემო მომსახურების ინტერნეტიზაცია მოხდა. ბენეფიციარებისთვის ნათესავებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის შესანარჩუნებლად პროექტის ფარგლებში ხანდაზმულთა სახლს ლეპტოპები, ტელეფონები და ტაბლეტები გადაეცა. ასევე, მათ ჩაუტარდათ ერთთვიანი სასწავლო კურსი კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების უნარების განსავითარებლად.

მაია გოგოლაძე ანასეულის თავშესაფრის ერთერთი თანამშრომელია, რომელიც ხანდაზმულებთან 2014 წლიდან მუშაობს.

მაია გოგოლაძე

მაია გვიყვება, რომ თავიდან საკმაოდ უჭირდა მათთან მუშაობა, რადგან თავშესაფარში სხვადასხვა საჭიროებებისა და სიმძიმის დაავადების მქონე მოხუცები ცხოვრობდნენ და მას ხშირად არ ჰქონდა ცოდნა, თუ როგორ უნდა მოეხდინა მათთან კომუნიკაცია: “ევროკავშირის პროექტი დაგვეხმარა, შინ მოვლის სპეციალისტებისა და პედიატრის უნარ-ჩვევები მიგვეღო. ჩაგვიტარდა სპეციალური ტრენინგები, თუ როგორ უნდა გავუწიოთ პირველადი დახმარება ხანდაზმულებს მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვა. ამ ტრენინგების დახმარებით, რომელიც წლების განმავლობაში გვიტარდებოდა, აღარ გვიჭირს ურთიერთობები და ვისწავლეთ სწორი რეაგირება. ასევე, აღვიჭურვეთ ყველა საჭირო ატრიბუტით, რაც მოხუცების ჰიგიენურ პირობებს აუმჯობესებს. ევროკავშირის დახმარებით, ბენეფიციარების პირადი სივრცის გასაუმჯობესებლად, შევიძინეთ მაგიდები და საკეტებიანი სათავსოები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმართა წყლის სისტემა და ახლა ყველა ოთახს მიეწოდება ცხელი წყალი. ასევე, მძიმე პაციენტებისთვის შევიძინეთ 2 სამედიცინო ფუნქციური საწოლი და სამედიცინო ამწე მწოლიარეების გადასაადგილებლად”, _ გვიყვება მაია გოგოლაძე.

სვეტლანა ისაევა 81 წლისაა. 7 თვეა, რაც ანასეულის “ხანდაზმულთა სახლში” ცხოვრობს. შვილი ახალგაზრდა გარდაეცვაელა და ორ შვილიშვილს ზრდიდა, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ. თავად გურიის სოფელ ძვანში აგრძელებდა მარტო ცხოვრებას, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ შეძლო ყოველდღიურობასთან მარტო გამკლავება:

“წნევის პრობლემები მაქვს, გული ძალიან მაწუხებდა, მერე ამას დაემატა ფეხის ტკივილი. სიარულითაც ვეღარ დავდიოდი, აქ გადმოსვლის შემდეგ კი შევძელი გავლა. პერსონალთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორც დედას შვილებთან. ძალიან კარგად გვექცევიან და გვივლიან. ერთად ვუვლით ბაღს, ყვავილებს და ლამაზი ეზო გვინდა გვქონდეს. როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევიღა გჭირდება და სიმშვიდე, აქ კი ამისთვის ყველაფერია”, _ ამბობს სვეტლანა.

სვეტლანა ისაევა

ხანდაზმულებისთვის გარემო დღითიდღე უმჯობესდება. ეზოში დაიდგა შუშის ფანჩატური, მაგიდები და სკამები, რომ ბენეფიციარებს ეზოში დროის გატარება თავისუფლად შეეძლოთ:

“ჩვენ, პერსონალმა ბევრი რამ გავაცნობიერეთ, პირველ რიგში ის, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას, ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ სიახლეების შემოტანას და მათ გახალისებას. 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიდერთა სკოლის მოზარდებისა და ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების ერთობლივი ინიციატივით მოეწყო სათემო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის. ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების ნახატებისა და სამოტივაციო ფრაზების გამოყენებით შემუშავდა მისალოცი ბარათები, რომლებიც შემდგომ მოზარდებმა გაავრცელეს მუნიციპალიტეტში და საპასუხო ვიდეო მიმართვები ჩაწერეს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებისთვის. ამ აქტივობამ ძალიან დადებითად იმოქმედა მათზე. ბაღის თერაპიის მიმართულებითაც ხშირად ტარდება აქტივობები ხანდაზმულების მონაწილეობით. სწორედ ამ შესაძლებლობისთვის, პროექტის ფარგლებში ყვავილების ბაღის განაშენიანება მოხდა. ბაღისთვის შევიძინეთ 30 ცალი ჯუჯა ვარდი და 20 ცალი ვარდმიხაკა, რომლებიც ხანდაზმულებმა საკუთარი ხელით დარგეს და ახლა უვლიან”, _ ამბობს მაია გოგოლაძე.

ვლადიმერ აგინიანი 69 წლისაა. 10 თვეა, რაც ლანჩხუთიდან თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ გარემო ძალიან მოსწონს:

“რა მექნა?! აღარავინ მყავდა. უცოლშვილო ვარ, დედა და მამა გარდამეცვალნენ, და-ძმაც გარდამეცვალა და აქ წამოვედი საცხოვრებლად. ხმის გამცემი მაინც მეყოლება. ხშირად ვთამაშობთ ხოლმე – ნარდი, დომინო, ჭადრაკი, კარტი… ახლა გონების სავარჯიშოები მოგვიტანეს, იმით ვთამაშობთ ხოლმე. ჩემს მოსვლამდე ეს ლამაზი ფანჩატური არ იყო, ახლა დაიდგა და ძალიან მომწონს. ზოგიერთები თავიანთ ნათესავებს ხვდებიან ხოლმე ამ ადგილას, მე კი როცა კითხვა მომინდება და დასვენება, მაშინ მოვდივარ აქ. ბაღში ვსაქმიანობთ, ვაზი გვაქვს, ხეხილი, ფუტკრები გვყავს. ვმეგობრობთ და მშვიდად ვცხოვრობთ ერთად, გასაყოფი არაფერი გვაქვს”, _ გვიყვება ვლადიმერ აგინიანი.

ვლადიმერ აგინიანი

ანასეულის ხანდაზმულთა სახლი ერთერთი დაწესებულებაა, სადაც მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე და მათ ზრუნვაზე ორიენტირებული სტანდარტები და მიდგომები ინერგება. ევროკავშირი სხვა რეგიონებშიც აგრძელებს  საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარებას , სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

 სტატია მომზადდა პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ანაზეული
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში

15:14; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

სამინისტრო: ექსპორტირებული თხილის რაოდენობა – 33%-ით, ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ გაიზარდა

15:08; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

ვაშლის ექსპორტის მოცულობა და ღირებულება გაიზარდა- რომელ ქვეყნებში გააქვთ

14:38; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება _ პროგნოზი რეგიონების მიხედვით

13:33; 6 მარტი, 2026
საზოგადოება

რამდენიმე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – “ნაპოვნია მხოლოდ მისი მანქანა”

11:07; 6 მარტი, 2026

“განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გახდა ახალი შტამი ე. წ. ომიკრონი“

რატომ მოხვდა ოზურგეთის და გურჯაანის მუნიციპალიტეტი სამოდელო პროგრამაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში

15:14; 6.03.2026
საზოგადოება

სამინისტრო: ექსპორტირებული თხილის რაოდენობა – 33%-ით, ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ გაიზარდა

15:08; 6.03.2026
საზოგადოება

ვაშლის ექსპორტის მოცულობა და ღირებულება გაიზარდა- რომელ ქვეყნებში გააქვთ

14:38; 6.03.2026
მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

14:02; 6.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ამინდი გაუარესდება _ პროგნოზი რეგიონების მიხედვით

13:33; 6.03.2026
ზაფრანი

“7-თვიანი დიდი ომი და ფუტკრების გუნდი თეირანის ცაზე“ – ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება

13:24; 6.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს, სად არის

13:16; 6.03.2026
ფინანსები

6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

12:55; 6.03.2026
მსოფლიო

“კუბა დაეცემა” – ტრამპი

11:32; 6.03.2026
მსოფლიო

ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

11:29; 6.03.2026
საზოგადოება

რამდენიმე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – “ნაპოვნია მხოლოდ მისი მანქანა”

11:07; 6.03.2026
ზაფრანი

გაიგე, რა არის შენი სისუსტე

9:38; 6.03.2026
მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

9:36; 6.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

9:31; 6.03.2026
პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო