პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ძალის გამოყენებით გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ასახავს.
„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან“ – ამბობს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა.