ამ სახალისო შემთხვევას ბატონი მერაბ თავაძე ხშირად იგონებდა.
„იზა გიგოშვილის საღამო იმართებოდა მოსკოვში. მე, იზამ და გიამ წინა ღამით გადავწყვიტეთ რესტორან „პეკინში“ შესვლა სავახშმოდ.
რესტორნის შესასვლელთან მოსკოველი უსახლკაროები შემწეობას ითხოვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ჩვენი ქართული საუბარი რომ გაიგონა, მოგვიახლოვდა და მოგვმართა: „ზემლიაკი, ნე პომოჟეტე?“ გია მიუბრუნდა და ჰკითხა: „კაკოი ტი მნე ზემლიაკ?“
უსახლკარომ ხმას აუმაღლა: „კაკ, კაცო, უ მენია ჟენა გრუზინკა“. გია დაფიქრდა და ისევ ჰკითხა: „კაკ ზავუტ?“ ბომჟმა ამაყად უპასუხა: როზა. გია ჩაეძია: „კაკ ფამილია?“ ბომჟი დაფიქრდა და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა: რუსთაველი.
გიას გაეცინა, ამოიღო ჯიბიდან სამი მანეთი, მისცა და რუსულად უთხრა, თუ რუსთაველია, მაშინ მეტიც გეკუთვნის, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენც გვიჭირს და იმედია, რუსთაველი გაგვიგებსო“.
ავტორი