“დღეს, ხვალ, ხუთშაბათს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია”,_ ამის შესახებ გადაცემა “იმედის დილის” ეთერში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
როგორც ცაგარელმა განაცხადა, გეომაგნიტური დღეები არ ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, არ უჩივის წნევას და ა.შ.
“ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ამ დღეებში. მოგეხსენებათ გაზაფხულია. უცაბედად იცვლება ამინდი, ტემპერატურა.. ამიტომ მეტეოდამოკიდებული ადამიანები განსაკუთრებით რეაგირებენ. ეს ოთხი დღე ყურადღება მიაქციეთ წნევას”,_ განაცხადა ცაგარელმა.
გარდა ამისა, ცაგარელის თქმით, კვირას, 10 მარტს ახალმთვარეობაა.
“კვირა არის განსაკუთრებით რთული დღე, მაგრამ პარასკევიც და შაბათიც ითხოვს ყურადღებას, რადგან ტრამვულ-ავარიული დღეებია, ცოტა კონფლიქტურია. ყურადღებით ვიყოთ საჭესთანაც ამ დღეებში”,_ განაცხადა ცაგარელმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან და განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებაა საჭირო 10 რიცხვში.
“სუსტდება ლიმფური სისტემა, გავუფრთხილდეთ ფეხის ტერფებს, ნუ გადაღლით თვალებს კომპიუტერთან მუშაობით და არავითარი ალკოჰოლის მიღება კვირას“,_ აცხადებს ცაგარელი.