REUTERS-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი, რუჰანი აცხადებს, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს, მაშინ სანქციები უნდა მოუხსნას.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან ყოველ 10 წუთში 1 ადამიანი იღუპება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 1 800-ზე მეტი და დაინფიცირებულია 23 049 ადამიანი.
„ამერიკელი ლიდერები იტყუებიან, თუ მათ ირანის დახმარება უნდათ, სანქციები უნდა მოხსნან“,_ აცხადებს რუჰანი.
ცნობისთვის, ვაშინგტონმა ირანს ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა, მაგრამ ქვეყანამ შეთავაზებაზე უარი თქვა.