ქართველმა მთარგმნელმა, აღმოსავლეთმცოდნემ და პოეტმა, გიორგი ლობჟანიძემ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო, შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედალი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს, სადაც ლობჟანიძე ასოცირებული პროფესორია.
შაჰრიარის მედალს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევრებისთვის გასცემ, ვისაც ირანისტიკის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ლობჟანიძეს ჯილდო ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანისა და კომენტარებისათვის გადაეცა.
წყარო: on.ge