რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში ოთხი დარტყმა განახორციელეს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობა განმეორებითი იერიშების შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, დაღუპულია 2 და დაშავებულია 18 ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.