ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და განადგურდა ხორბლის მოსავალი.
უწყების ცნობით, ასევე დაზიანდა კერძო სახლები. რაც შეეხება ხორბლის მოსავალს, ზარალის ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.