ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ პროკუდინის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრალურ ნაწილს ხერსონის ერთ-ერთ საავადმყოფო დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 10 ადამიანი. ასევე კრიტიკულად მძიმეა 2 ადამიანის მდგომარეობა.
პროკუდინის თქმით, დაბომბვის შედეგად განადგურდა სასწრაფო დახმარების მანქანა და სხვა მანქანები.