რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 45 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ინფორმაციას უკრაინული მედია კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე ოლექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
„45 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო 700-ზე მეტ სახლს გათბობა გაეთიშა“,- აღნიშნა ვილკულმა.




























































