27 თებერვალს, ჟურნალისტმა ილია პონომორენკომ, ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია რომ, რუსული თავდასხმის დროს განადგურდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთგადავმზიდი თვითმფრინავი Antonov-225 “Mryia”.
რუსულმა სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინულ აეროდრომზე, სადაც ეს ლეგენდარული თვითმფრინავი ანგარში იდგა და ზუსტი სარაკეტო დარტყმით ააფეთქეს.
Antonov-225 “Mryia”-მ 1988 წელს შეასრულა მისი პირველი გაფრენა და საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ემსახურებოდა უკრაინის ავიახაზებს ტვირთის გადაზიდვაში.
უკრაინულმა სამხედრო ქარხანამ “უკრობორონპრომ” განაცხადა, რომ მათი გათვლებით, Antonov-225 “Mryia”-ს, თავიდან გაკეთებას, მინიმუმ, 5 წელზე მეტი და 3 მილიარდი დოლარი დასჭირდება.