რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოს დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – unian-ის ცნობით, ამის შესახებ აპოსტოლოვოს მერმა, ანდრეი ოსამ Telegram-ში დაწერა.
“დაახლოებით 3 საათის წინ აპოსტოლოვოს მტერმა “ურაგანებიდან” ესროლა. გარდაცვლილია 4 ადამიანი”, _ წერს ის.
ანდრეი ოსას ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
მერმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა, ქალაქში ლითონის ნივთებს არ შეეხონ.
დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, ოთხივე დაღუპული კაცი იყო. მისივე თქმით, დაბომბვისას კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.
“დაშავებული საავადმყოფოშია. ქალაქში დაზიანებულია ათობით სახლი და საავადმყოფო. დაბომბვისას მტერმა კასეტური ბომბები გამოიყენა”, _ ამბობს რეზნიჩენკო.
ავტორი