სუმის ოლქის სამხედრო ადმინსიტრაციის ცნობით დღის მეორე ნახევარში რუსებმა სუმის რაიონს შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
“ქალაქ ბილოპილის მიმართულებით მიმდებარე ტერიტორიაზე საარტილერიო ჭურვები ისროლეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. რაოდენობა ზუსტდება”, – წერია განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა.