რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხედროები ახალ ცეცხლსასროლ იარაღს, ცეცხლისმფრქვეველებს და სარაკეტო გამშვებ სისტემას იყენებენ.
როგორც ცნობილია, სამხედრო წვრთნებში რუსეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის სამხედროები იღებენ მონაწილეობას.
წვრთნების დაწყებას წინ უძღონა თალიბანის მებრძოლების მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციების დაკავება, რომელიც უშალოდ ცენტრალურ აზიას ესაზღვრება.
წვრთნებში ჩართულია 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასობით ჯავშანტექნიკა და 25 თვითმფრინავი.
ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრმა შერალი მირზომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრთნები ტარდება ავღანეთში არსებული არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით.
უზბეკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა შუხრათ ხალმუხამედოვმა კი თქვა, რომ ვითარება ფხიზლად ყოფნას და საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას ითხოვს.