რუსეთი ემზადება დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის,_ ამის შესახებ reuters-ის ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის სამსახურის უფროსმა კაუპო როსინმა თქვა, რომ აღნიშნული შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს ნატოს წევრ ფინეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ესტონეთთან, ლიტვასთან და ლატვიასთან დისლოცირებული ძალების რაოდენობის გაორმაგებას.
„რუსეთმა აირჩია გზა, რომელიც არის გრძელვადიანი დაპირისპირება… და კრემლი, ალბათ, ელის შესაძლო კონფლიქტს ნატოსთან უახლოეს ათწლეულში“, – განაცხადა კაუპო როსინმა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმა მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთს უკრაინაში უწევს ჯარის შენარჩუნება, მაგრამ მოუმზადებლობა მოსალოდნელი კონფრონტაციისთვის არ შეიძლება.