რუსეთი ემზადება უკრაინასთან მდებარე საკუთარი ქალაქების დასაბომბად, რათა დაადანაშაულოს უკრაინა და გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია. ამის შესახებ ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა გაავრცელა.
„კრემლის ხელმძღვანელობის გეგმის მიხედვით, ეს იქნება რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების საფუძველი. უკრაინაში რუსული არმიის ქმედებების გათვალისწინებით, რუსეთის ქალაქებში პროვოკაციებს მოჰყვება უამრავი მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.
მსგავს სცენარებს რუსეთი ავღანეთში, ჩეჩნეთსა და აფხაზეთში საომარი მოქმედებების საბაბად იყენებდა.