რუსეთის საგარეო უწყება ევროპაში ბალისტიკური ბირთვული რაკეტების განთავსებით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა.
,,რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, ევროპაში საშუალო მოქმედების ბირთვულ ძალებზე (INF) მორატორიუმზე უარის თქმით – ეს უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის ნაწილი იქნება.
მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც მათი უპირატესობისთვისაა საჭირო და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავყლაპოთ და შევეგუოთ. ასე აღარ გაგრძელდება.
თუ ნატო თავის პოზიციაზე დარჩება, რომ არ აწარმოოს მოლაპარაკება, რუსეთი განალაგებს ბირთვულ რაკეტებს უკიდურეს დასავლეთში”, _ განაცხადა რიაბკოვმა.
ცნობისთვის, ბალისტიკური ბირთვული რაკეტები ევროპაში 1987 წელს, მიხეილ გორბაჩოვის და რონალდ რეიგანს შორის დადებული შეთანხმებით აიკრძალა. 1991 წელს ასეთი ტიპის 2 700-მდე რაკეტა განადგურდა.
[sexy_author_bio]