“რუსეთი ღიაა უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის, თუკი იგი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით იქნება განხორციელებული, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს დაფუძნებული რუსეთის მიღწევების რეალობაზე,”_ განუცხადა ჟურნალისტებს გაეროში რუსეთის ელჩმა.
ინფორმაციისთვის, ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა კიევისთვის დასავლური დახმარების მასშტაბები და დაჰპირდა კონფლიქტის სწრაფად დასრულებას, ახსნის გარეშე.