ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ (DIA) მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
„რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
































































