,,ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა ასე. ამბიცია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი დარჩა რომ იცხოვროს? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდნტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დამოუკიდებელ და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება.
“მას მრავალ-ვექტორული მიდგომა აქვს მსოფლიოში რუსეთის ადგილზე, ლიდერობასთან დაკავშირებით, იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვინც რუსეთისგან წავიდა, ვისაც აქვს უფლება არ იყოს რუსეთი, აქ მთელი ისტორიაა. კავკასია კავკასიაა, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები მოლდოველები არიან, ხოლო უკრაინა უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა საშიშია ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს რუსული ენის გავლენის დაკარგვაა, მან რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგა, პუტინს უნდა რომ ეს ყველაფერი დააბრუნოს ძალის გამოყენებით, რაც სხვა ტალღამდე მიგვიყვანს. მეორე უკრაინის წარმატება – გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და მოსახლეობის თვალსაზრისით.
ბევრი მიზეზია თუ რატომ იქცევა ასე. ამბიცია იმისა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რამდენხნიანია ეს ამბიცია? რამდენი დარჩა რომ იცხოვროს? ნებისმიერ ადამიანს რომელიც 70-80 წლისაა, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს. მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგია არის, როცა ფიქრობ იმაზე, რა მოუვა სახელმწიფოს, რომელსაც მართავ უკვე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში. მე რუსი ხალხის მრჩევლად არ გამოვდგები, მაგრამ მგონია, რომ ეს არ არის სტრატეგია… ამიტომ მისი ეს მთელი მრავალ-ვექტორულობა … აფხაზეთსაც, რუსეთი რა თქმა უნდა ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მერე ამ ხალხმა როგორ უნდა ისწავლოს თანაცხოვრება”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.