რუსეთი უკრაინაში უცხოური იარაღის გადამზიდავ კოლონებს დარტყმით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ სამხედროებს კოლონებზე იერიშის მიტანა საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეეძლებათ.
რუსი სენატორის თქმით, როგორც მანქანები შევა უკრაინაში, სადაც რუსეთი „დემილიტარიზაციას“ ახორციელებს, ის შესაძლოა დარტყმის სამიზნე გახდეს.
ოთხი დღეა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით შეიჭრა.