რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა მათი გაჭიანურება პროცესს ართულებს.
“ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც მეტხანს გააჭიანურებენ პროცესს, მით უფრო გაჭიანურდება ჩვენი მოლაპარაკება”, – თქვა ლავროვმა.
ცნობისთვის, ქვეყნის სამხრეთით უკრანული ჯარის წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. ბოლო სამ დღეში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის იზიუმი,
კუპიანსკი, ლიმანი, დონეცკის მიმართულება, ვასილევსკია, სავინსკი და სრტემეკა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრიდან უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიის 2 ათასამდე კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა.