რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, პოპასნაზე თავდასხმისას ფოსფორიანი საბრძოლო მასალები გამოიყენეს, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია. ამის შესახებ განცხადება ლუჰანსკის ადმინისტაციის ხელმძღვანელმა გააკეთა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, აალებული ფოსფორი იწვის 800 გრადუს ცელსიუსზე მაღლა ტემპერატურაზე, ხოლო მისით გამოწვეული ხანძარი შეიძლება გავრცელდეს უზარმაზარ ტერიტორიებზე, რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრამდე.
ასეთმა იარაღმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, უკიდურესი დაზიანებები ან გამოიწვიოს ნელი, მტანჯველი სიკვდილი.
1977 წლის ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმები ფაქტობრივად კრძალავს თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალის გამოყენებას, თუ ისინი საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.